ლურჯი ვერსია

საერთო სამუშაო სივრცე

ინოვაციური იდეების მოფიქრებისა და განხცორციელებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემო, სადაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანები შეძლებენ ერთმანეთის გაცნობას, დახმარებას და საერთო იდეის გარშემო გაერთიანებას.


ამ მიზნით მედიალაბმა შექმნა უფასო საერთო სამუშა სივრცე, ადგილი, სადაც ფრილანსერები და მცირე სტარტაპ გუნდები, მყუდრო, კომფორტულ გარემოში შეძლებენ მუშაობას, იდეების გაცვლას და ერთმანეთის დახმარებას. საერთო სამუშაო სივრცე აღჭურვილია თანამედროვე საოფისე აპარატურით, სწრაფი ინტერნეტით, იზოლირებული შეხვედრების ოთახით და სხვა მრავალი ინსტრუმენტით, რომელიც კომფორტულად მუშაობისთვის არის საჭირო.


სივრცის გამოყენება შეუძლიათ: მცირე სტარტაპ ჯგუფებს, ფრილანსერებს, პროგრამისტებს, დიზაინერებს, ხმის ინჟინრებს, ბლოგერებს და ყველას, ვისაც სურს დაეხმაროს სტარტაპებს პროდუქტის განვითარებაში.


სამუშაო სივრცის გამოყენება უფასოა, ჩვენ მხოლოდ გვთხოვთ, დაეხმაროთ ერთმანეთს.

თუ გსურთ საერთო სამუშაო სივრცის გამოყენება, გაიარეთ რეგისტრაცია და დაელოდოთ დასტურს.


სივრცე გაიხსნება COVID19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ.


რეკომენდაციები

13 დეკემბერი

აქსელერაცია

მედია ლაბი გთავაზობთ აქსელერაციის ინდივიდუალურ პროგრამას, კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სტარტაპებისთვის...