ლურჯი ვერსია

აქსელერაცია

ადრეულ ეტაპზე, მნიშვნელოვანია გაიგო რამდენად ღირებულია შენი იდეა და რამდენა რეალურია მისი განხორციელაბა. ამისათვის, საჭიროა იდეის ვალიდაციის კომპლექსური და რთლი პროცესის გავლა. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება პროდუქტის შექმნის რთული გზა, რომელიც მუდმივად ახალი გამოწვევების გადალახვას გულისხმობს. სტარტაპების უმეტესობა ამ დროს ყრის ფარ-ხმალს. სწორედ ამიტომ, მედიალაბმა შექმნა აქსელერაციის ინდივიდუალური პროგრამა, კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სტარტაპებისთვის. პროგრამის მიზანია დაეხმაროს დამწყებ სტარტაპერებს იდეის დახვეწასა და პროდუქტის შექმნაში. აქსელერაციაში მონაწილე სტარტაპებს საშუალება ეძლევათ გამოიყენონ მედია ლაბის სამუშაო სივრცე და თანამედროვე აღჭურვილობა.


პროგრამა ასევე გულისხმობს ინდივიდუალური შეხვედრებს, მენტორობას, კონსულტაციებს შემდეგ საკითხებში: იდეის ვალიდაცია, პროტოტიპის შექმნა და დახვეწა, დაფინანსების მოპოვება და პირველი მომხმარებლის მოძიება. პროგრამაში ჩასართავად, გაიარეთ რეგისტრაცია.


სარეგისტრაციო ფორმა შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:


  • სტარტაპ იდეის რელევანტურობა კომუნიკაციების სფეროსთან
  • იდეის ინოვაციურობა
  • იდეის გლობალური პოტენციალი

რეკომენდაციები

13 დეკემბერი

აქსელერაცია

მედია ლაბი გთავაზობთ აქსელერაციის ინდივიდუალურ პროგრამას, კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სტარტაპებისთვის...