მისია

მედია ლაბი არის სივრცე, რომელიც აერთიანებს კომუნიკაციების სფეროში ჩართულ სტარტაპებს, კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს, რათა ხელი შეუწყოს ამ მიმართულების განვითარებასა და ინოვაციას.

 

მედია ლაბი მედია აკადემიის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოში.

 

მედია ლაბის მისიაა დაეხმაროს სტარტაპებსა და ხელი შეუწყოს ინოვაციების დანერგვას კომუნიკაციების სფეროში, მოიზიდოს შემოქმედებითად და ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები, უზრუნველყოს ბიზნესებისა და ინვესტორების ჩართულობა და ხელი შეუწყოს ძლიერი სტარტაპ საზოგადოების შექმნას მედია სფეროში, გაზარდოს ცნობადობა მედია პროდუქტების მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის, სფეროში არსებულ შესაძლებლობებსა თუ გამოწვევებზე. ასევე, ხელი შუწყოს ახალი ცოდნის გავრცელებასა და პროგრესული, პასუხისმგებლიანი, მაღალი ხარისხის მედია სივრცის განვითარებას საქართველოში.

ხედვა

მედია ლაბი არსებობს იმისათვის, რომ კომუნიკაციების სფეროში მოიზიდოს სტრატაპები და შექმნას მათთვის ახალი შესაძლებლობები, რათა მათ უზრუნველყონ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ინოვაციური, პროგრესული და თანამედროვე მედია პროდუქტების განვითარება და დანერგვა. 

 

მედიალაბი ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსი არის სტარტაპებზე, რომლებიც ცდილობენ ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნას მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობის და სხვა, მათთან დაკავშირებულ სფეროებში.

 

ლაბი სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს:  

აქსელერაციის სრულ პროცესს

სამუშაო სივრცეს

დაფინანსებას

საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში დახმარებას

ადგილობრივი პარტნიორების მოძიებაში დახმარებას

ინვესტორების მოძიებაში დახმარებას

საჭირო ტრენინგებსა და ვორკშოპებს

შეხვერდებს

ჰაკათონებს, კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებს